среда, 28 мая 2014 г.

Daenerys Targaryen (Khalese )



































პაულო კოელიო "ალქიმიკოსი"

როდესაც ბეჭდების მბრძანებელი წავიკითხე,მას მერე ფენტეზის ჟანრი კიდევ უფრო შემიყვარდა....ბევრ წინგს ვკითხულობდი ამ ჟანრში თუმცა ისე არცერთი მომწონდა როგორც  ტოლკინის შემოქმედება....ერთ მშვენიერ დღეს ბიბლიოთეკაში ერთი მოხუცი ქალი შემხვდა რომელმაც ამ ჟანრში პულო კოელიოს "ალქიმიკოსი" მირჩია მეც დავთანმხდი და ეს წიგნი გამოვიტანე, ავედი ავტობუსში, მოვკალათდი სკამზე და წიგნი გადავშალე დავიწყე თუ არა კითხვა პირველივე წინადადებიდან გამოჩნდა კარგი წიგნი იყო და წინგმაც ჩამითრია,ისე ჩამითრია რომ საკუთარ გაჩერებასაც კი გავცდი და ერთი გაჩერების შემდეგ ჩამოვედი :D  როგორც კი სახლში მივედი ეგრევე ოთახში ჩავიკეტე და კითხვა განვაგრძე ისე  გამიტაცა ამ წიგნმა რომ ვერც კი გავიგე ისე წავიკითხე მთლიანი წიგნი 4 საათში.ნამდვილად საოცარი წიგნია ^_^ .... ამ პოსტში შემოგთავაზებთ გამონათქვამებს წიგნიდან ....
 "ცხოვრება იმით არის საინტერესო რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს " 
                                                                                  ამ წიგნის მთავარი გმირია ახალგაზრდა ბიჭი სახელად სანტიაგო,რომელიც მწყემსია .ის მწყემსია რადგან ძალიან უყავრს მოგზაურობა.ის თავის სიზმრებს უჯერებს და პირამიდებთან განძის საძებნელად მიემართება,თან მეგზურად ბრძენი მელქისედეკის სიტყვები  დაჰყვება და გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.მგზავრობისას   ის ერთ ალქიმიკოსს გაიცნობს,ის დაეხმარება მწყემსს რომ ბუნების საიდუმლოებებს ჩაწვდეს და ისაუბროს საერთი ენაზე რასაც ავტორი სიყვარულის ენას უწოდებს.გზად ის გაიცნობს ახალგაზრდა ლამაზ ქალს სახელად ფატიმას რომელიც ძალიან შეუყვარდება....
          როცა გულით რაღაც გწადია მთელი სამყარო გეხმარება ამ სურვილის ასრულებაში.....




"რა არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყული?-გაოცდა საინტიაგო .... -ტყუილია,რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს "                                                                               "ამქვეყნად ერთადერთი დიადი ჭეშმარიტება არსებობს:იმისდა მიუხედავად ვინ ხარ და რას აკეთებ,თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას,აუცილებლად მიაღწევ კიდეც,რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია  ჩასახული და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამქვეყნად"                                                                                                                                             "რაც უფრო შორს მიჰყვები საკუთარ გზას,მით მეტად განსაზღვრავს ის შენს ცხოვრებას"  "მეც სხვებს ვგავარ:სასურველს რეალობად მივიჩნევ და სამყაროს ისეთს კი არ ვხედავ როგორიც არის,არამედ ისეთს როგორიც  მე მინდა რომ იყოს.".....                                 "ყველა თავისებურად სწავლობს,ჩემთვის მისი გზაა მიუღებელი,მისთვის კი ჩემი.მაგრამ ორივე საკუთარ გზას ვეძებთ და თუნდაც ამისთვისაა პატივისცემის ღირსი"....                                "სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს,საკუთარ გზას ეწიოს.თუ შეუშალა,მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა  ჭეშმარიტი,არ ყოფილა ის რაც საერთო ენაზე ლაპარაკობს "...."ოცნების ასრულებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს,დამარცხების შიში "....." ის რაც ერთხელ მოხდა შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს,მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმეორდება"..."მივდივარ-უთხრა მან-მინდა ,იცოდე, რომ აუცილებლად დავბრუნდები,მე შენ მიყვარხარ,მიყვარხარ იმიტომ.....-ნურაფერს იტყვი-შეაწყვეტინა  ქალიშვილმა-უყავრთ იმიტომ,რომ უყავრთ,სიყვარულს ახსნა არ სჭირდება :) "....


მოკლედ საოცარი წიგნია,იმდენი გამონათქვამებია რომ ახლა ყველა რომ დავწერო დილამდე ვერ მოვრჩები იმიტომ რომ მთელი წიგნი ასეთია ^_^  ვისაც არ წაგიკითხავთ აუცილებლად წაიკითხეთ....თუ არ გაქვთ წაკითხული  ბევრი რამ დაგიკარგავთ.

For Girls......