ადამიანი სახლს იმიტომ აშენებს, რომ ცოცხალია, წიგნს კი იმიტომ წერს, რომ მოკვდავია. ის ცხოვრობს კოლექტივში, რადგან საზოგადოებრივი ცხოველია, მაგრამ კითხულობს იმიტომ, რომ მარტოსულია. წიგნი მის ცხოვრებაში ისეთ ადგილს იკავებს, რომელსაც სხვა ვერავინ და ვერაფერი დაიკავებს, თუმცა ამ სხვასაც ვერასდროს შეცვლის წიგნი. კითხვა არასდროს იძლევა ცხოვრების მზა რეცეპტს, თუმცა ურღვევ ბადეს აბამს ადამიანსა და ცხოვრებას შორის. ეს თხელი, იდუმალი ძაფებია, რომლებიც ცხოვრების ბედნიერებისა და მისი აბსურდულობის ურთიერთგამომრიცხავ ამბებზე ეგება. ამიტომ ჩვენთვის კითხვის საფუძველი ისევე უცნაურია, როგორც არსებობის............
Комментариев нет:
Отправить комментарий