მე ვარ 15 წლის ერთი უბრალო ადამიანი :) დავდივარ სკოლაში რომელიც მძულს,ვსწავლობ იმ საგნებს რომელიც ძალიან მტვირთავს.ვარ ცოტათი დაბნეული ამავდროულად მშვიდი ადამიანი... მხიარული და თავგადასავლების დიდი მოყვარული.... ერთი შეხედვით ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება,თუმცა ეს ერთფეროვნება ჩემთვის ყველაფერია....მიყვარს მუსიკა და სიმღერა...ამჟამად გიტარაზე დავდივარ ვიცი აგრეთვე ფორტეპიანოზე დაკვრა.....მუსიკა ეს ჩემთვის სხვა სამყაროა,სამყარო რომელიც რეალურ სამყაროს მწყვეტს.ძალიან მიყვარს ცხოველები ^_^ ვგიჟდები მათზე...ასევე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა,წიგნები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩემი საყვარელი წიგნია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელი " ასევე პაულო კოელიოს "ალქიმიკოსი"....სხვა ბევრი წიგნებიც მიყვარს....ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი ვარ.....ბიბლიოთეკა ჩემი სახლია ^_^ ასევე ჩემი ჰობია ფილმების ყურება და ხატვა .....ძალიან ბევრი ფილმი მიყვარს ამიტომ ახლა ჩამოთვლას არ დავიწყებ თუმცა ეს ფილმი რომ არ ვახსენო უბრალოდ არ შემიძლია ....."ბეჭდების მბრძანებელი" ... ჰო და კიდევ სერიალებს არ ვუყურებ,თუმცა ამ სერიალმა არ დამიტოვა ცუდი შთაბეჭდილება "სამეფო კარის თამაში " საკმაოდ კარგი სერიალია და დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე ოჯახთან ერთად :) მიყვარს წერა.ვწერ მოთხრობებს და ლექსებს რომელსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე.....ძალიან მიყვარს მოღრუბლული ამინდი და წვიმა.....რა არის ჩემი ოცნება? ბევრი ოცნება მაქვს,მაგრამ ყველაზე მეტად მოგზაურობა მინდა დიდი სიამოვნებით წავიდოდი დიდ ბრიტანეთში,ავსტრალიაში ახალ ზელანდიაში,იტალიაში საბერძნეთში და ეგვიპტეში ^_^...... დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ლონდონში...მიყვარს ჩემი თავი და ამავდროულად არ მიყვარს.....აიიი ეს ვარ მე.....
Комментариев нет:
Отправить комментарий